ნიკოლოზ ვაშაკიძე - პროტესტის მონაწილეებს შორის უამრავი ისეთი ადამიანი იქნება, ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა

დღევანდელი აქცია უფრო ფართო შინაარსის მატარებელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება,  - ამის შესახებ  "ევროპელი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე Front News-თან საუბრისას აცხადებს. 

მისი თქმით, აქციაზე უამრავი ისეთი ადამიანი იქნება,  ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა. 

"მე როგორც მესმის, ეს  აქცია უფრო ფართო შინაარსის მატარებელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება. საქართველოს საზოგადოება  უკვე სერიოზულად არის აღშფოთებული იმის გამო, რომ სამართალი ქვეყანაში არ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, დღეს პროტესტის მონაწილეებს შორის უამრავი ისეთი ადამიანი იქნება, ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა. მაშინ ოპოზიციაში მყოფი "ქართული ოცნების" უმთავრესი მესიჯი სწორედ მართლმსაჯულების და სამართლიანობის საკითხი იყო.  ეს ხალხი ახლა ფიქრობს და გრძნობს, რომ მოტყუებული არიან და ის დანაპირები, რის გამოც მათ ხმა მისცეს, არ არის შესრულებული, პირიქით, კეთდება საპირისპირო. სააკაშვილი თვითონ იმდენად მსხვილი პოლიტიკური ფიგურაა, რომ მის კონკრეტრულ მაგალითზე მთელი ეს მახინჯი რეალობა განსაკუთრებით მაფიოდ ჩანს. ეს პიროვნული და ზოგადი ფაქტორი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული", - განაცხადა ვაშაკიძემ.  

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, იზიარებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი  აქციის სულისკვეთებას და არ გამოვრიცხავს, რომ ფიზიკურადაც შევუერთდეს. 

"აქციის სულისკვეთებას ვიზიარებთ და ვუერთდებით ამ აქციის სულისკვეთებას, რაც შეეხება ფიზიკურად აქციაში მონაწილეობას, ველოდები საღამოს და შეიძლება მონაწილეობაც მივიღოთ", - აღნიშნა ვაშაკიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე იგეგმება. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ავტოკოლონებით ორგანიზებულად მოემართებიან. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები