ანზორ მელია - თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა

ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ, რამდენ ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

"ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემ გამარჯვების გამო ზუგდიდში, ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და მე ვიგრძენი, რომ მე ზუგდიდელი ვარ და მე მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მე ზუგდიდს, როგორც საქართველოს არასოდეს ვუღალატებ, არასოდეს ვუღალატებ ჩემ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა. მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის, ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილო მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ, როგორ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე, ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები, ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ იმ კლოუნადას, შურს, ზიზღს, დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ ძალიან მაღლა, როდესაც თქვენ წახვალთ.

მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილის მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. მე ვიცი, გამომიცდია, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი. ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს.

ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს, ათასობით, უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. გამაგრდით ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები