გიგი უგულავა - მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, იმიტომ რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ

დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, იმიტომ რომ მეც შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანისა და მეგობრის მიმართ, ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება, - ამის შესახებ ფოთის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

"მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს იმიტომ რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი. 

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს და შენს სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ.

ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები. პატიება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებებლი, როდესაც გავიმარჯვებთ... გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი... ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია" - განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები