ნიკა მელია - ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყავთ ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით

ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში გამოკეტილი  და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის არ გამოვა გარეთ, - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

"დღეს ძალიან ემოციური დღეა ჩვენთვის ყველასთვის. ძალიან ბევრი ემოცია ირევა აქ. პირველი ემოცია ესაა ბრაზი. ბრაზი იმიტომ რომ აქ და ამჟამად ჩვენს თვალწინ ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან გაბრაზებულია ისტორიულ უსამართლობაზე. საქართველოს ისტორიის წიგნებს როდესაც ვკითხულობთ, სადაც ბევრჯერ გაგვიდევნია, შეგვივიწროებია, ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული დიდი ქართველი. მაგრამ დღეს რაც ხდება, ამ ყველაფერს წიგნებში არ ვკითხულობთ, ამ რეალობაში აღმოვჩნდით. დღევანდელი დღე საწინდარია იმისა,  რომ სამარცხვინო ისტორიული ფურცლის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. 

მეორე ემოცია, ეს არის იმედი, იმიტომ რომ რაც უკვე მოხდა ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ რეალობას შევცვლით თქვენი სიმრავლით და სიმტკიცით. 

კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა თვისუფლების მოედანზე - ეს არის სოლიდარობა. ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. ნურავის ნუ ექნება იმედი,  რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში გამოკეტილი. და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის არ გამოვა გარეთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები