გიორგი კირთაძე - მეორე ტურში, სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად, ბათუმი იქნება გამარჯვებული და ეს იქნება მადლობა მიშას

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. განსხვავებული პოლიტიკური, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა, ადამიანის თავისუფლებისა და სახელმწიფო იდეის დასაცავად, - ამის შესახებ ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ამან მოგვიყვანა ჩვენ აქ, ამან ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი  8-წლიანი პოლიტიკური დევნილობიდან საქართველოში. მიხეილ სააკაშვილს არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის და სწორედ ამისთვის ზის ახალა ის ციხეში. სიმბოლურია და მე ბედნიერი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 8-წლიანი დევნილობის შემდეგ, პირველი ვიდეოგანცხადება ბათუმიდან ატვირთა. იმ ქალაქიდან, რომლის სიყვარულის გამო ისჯება ის ციხეში.

მე მინდა დავპირდე მიშას, ისევე როგორც პირველ ტურში ჩვენ პირწმინდად დავამარცხეთ ქართული ოცნება და დღეს ისინი არიან ბათუმში ოპოზიციაში, მეორე ტურში საქართველოს სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად, ბათუმი იქნება გამარჯვებული და ეს იქნება მადლობა მიშას", - განაცხადა კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები