ნიკა მელია - თუ ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ ხმას გავაგონებთ

პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვებ. დღეს, ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აქციაზე მისულ ოპოზიციონერ  კოლეგებს სხვა პარტიებიდან  მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც აქ მოვიდა და გაიზიარა ეს ტკივილი, ეს საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ყველანი ერთად. დიდი მადლობა, მე ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური, განსხვავებული პარტიის წარმომადგენელი, მადლობა ხალხო, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო, ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ასეთს კი არ სჭირდება ზრუნვა, არამედ ამ ქვეყნის ღირსებას და მომავალს სჭირდება ზრუნვა, მადლობა, რომ როგორც ერთნი, ისე დავდექით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა.

უცხოელმა ჟურნალისტმა მკითხა, რას უკავშირებთ ამ რაოდენობის ადამიანის ქუჩაში გამოსვლასო. იცით, ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რეალურად, ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. დიახაც, ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად არ შეგვეძლო მოვქცეულიყავით, არც თუ ისე ცოტა ადამიანი საუბრობდა დღემდე - რამდენი ადამიანი გამოვა - არ გამოვა? ბევრნი ვიქნებით, თუ ცოტანი? იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა. რატომ იცით? ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება - გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა, ჩვენ შეგვიძლია ხელი ხელს ჩავკიდოთ და აქ, თავისუფლების მოედანზე მათ შორის, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა იმისათვის, რომ ასე თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშას ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მისცემს, ამიტომ ვართ აქ ბევრი. მეკითხებიან, რა საღამო იყო აქ, რას ვაკეთებდით. ხალხნო, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვებ. დღეს, ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ ქართველმა ხალხმა, მენდეთ, მერწმუნეთ ხალხნო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რას ნიშნავს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი“, - განაცხადა მელიამ.

მან მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს მისი ღვაწლისათვის, ასევე მადლობა გადაუხადა ხალხს აქციაზე მისვლისათვის და ყველას მოუწოდა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისათვის. 

ნიკა მელიას განცხადებით, თუ ხელისუფლება გაბედავს და 30 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებას კვლავ შეეცდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა რუსთაველზე.  

"თუ ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა და აკადრა ხალხს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად, კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ ხმას გავაგონებთ, ოღონდ არა მხოლოდ ხმას. ჩვენი ძალა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ არის სიმრავლეში" , - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები