დიმიტრი გორდონი - ძალიან მინდა მალე შევხვდე მას და ვუთხრა კეთილი სიტყვები მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული

მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის, - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე აჩვენეს.

"გულისტკივილით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. სააკაშვილი არის ჩემთვის გამორჩეული პოლიტიკოსი და გამორჩული რეფორმატორი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, მან იმდენი რამ გააკეთა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის თუ ეს არ არის ჯეროვნად ჯერ შეფასებული, აუცილებლად დაფასდება მომავალში.

კარგად მახსოვს, საქართველო სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს იყო ნახევრადდანგრეული, კრიმინალური ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, გზებისა და ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს იყო ქვეყანა სამართლიანობის გარეშე.  მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდით მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა, საქართველო აყვავებულ  ქვეყანად აქცია, ქვეყნად შესანიშნავი გზებით, ჯანდაცვით, განათლებით, ქვეყნად სადაც სამართლიანობა ზეიმობდა და ეს იმდენად კარგად ჩანდა, რომ რთული იყო არ აღფრთოვანებულიყავი.

აღფრთოვანებას იწვევდა თბილისი, ბათუმი, გზები, პოლიციელები, კრიმინალის არარსებობაც და ახალგზარდა ქართველების თვალებში გაჩენილი იმედიც,რომ ისინი იცხოვრებდნენ ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანაში. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეში არ არის, ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და ძალიან მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მალე ვნახო გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის. მე ძალიან მინდა მალე შევხვდე მას, ჩავხედო თვალებში და ვუთხრა კეთილი სიტყვები, მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული", - აცხადებს დიმიტრი გორდონი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები