ადვოკატის ინფორმაციით, ხანძრის დროს ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას შეეცადა და ორივე დაიღუპა

ერთ-ერთი პატიმარი, შევარდა მეორე პატიმრის, მეგობრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქედან ვეღარ გამოვიდნენ  ძლიერი კვამლის გამო, - აცხადებს ადვოკატი  ჯაბა კოჭლამაზაშვილი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხარი ხანძრის შესახებ. 

ადვოკატის თქმით, 2 გარდაცვლილის შესახებ მას ინფორმაცია ერთ-ერთი პატიმრის ოჯახმა მიაწოდა, რომელიც თავის ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ თავად კარგად იყო, თუმცა 2 ადამიანი დაიღუპა. 

"ხანძარი გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც გადაედო საწყობს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის, მეგობრის  გადარჩენის მიზნით,  სამწუხაროდ,  იქედან ვეღარ გამოვიდნენ  ძლიერი კვამლის გამო. დაშავებულების თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ,  სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.