ნინო ლომჯარია - თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც პატიმრები შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა

კვამლი წავიდა პატიმრების კორპუსის საპირისპირო მხარეს. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც ისინი  შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით.

როგორც მითხრეს, თვითონ იმ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და ვერ გამოვიდა. სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათ კორპუსის საპირისპირო მხარეს. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათ პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი, სასადილოსთან, სადაც ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა, პატიმრები ამბობენ, რომ ამ კორპუსში დაკვამლიანება და პანიკა არ ყოფილა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

14 ოქტომბერს სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში  გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ორივე დაღუპული პატიმარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები