ია მეტრეველი - გარეწარო სააკაშვილო, რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ, არ აგცდება კიდეც

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მეტრეველმა ხელისუფლებას მიმართა, რომ "სააკაშვილს მოექცნენ ისე, როგორც ეკუთვნის და ფუფუნებაში ნუ ყავთ"

"გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ, არ აგცდება კიდეც. ასეთი მტერი, შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, საქართველოს არ ჰყოლია. მე უბრალოდ ის მიკვირს, რომ მომხრეები გყავს. 

მინდოდა მათთვის რაღაცის თქმა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. სააკაშვილის მომხრე როცა ხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. შენ ისეთ ციხეში უნდა იჯდე, როგორიც შენს დროს იყო. სანატორიუმში რომ ხარ, თაფლს რომ ჭამ და გვატყუებ, ვშიმშილობო. ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, დაანებეთ თავი ლოიალობას და ისე მოექეცით ამ პატიმარს, როგორც კანონის მიხედვით ეკუთვნის. ნუ აძლევთ იმის უფლებას, რომ ისევ არიოს აქაურობა. ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდება. აკრძალეთ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. 

მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა სააკაშვილს - სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და გირჩევ, იფიქრო იმაზე, როგორ გაგვიუბედურე ოჯახები, და მოინანიო, მაგრამ ეშმაკის მოციქული ხარ და ამას არ იზამ. რომც მომკლათ, ვერაფერს დამაკლებ - ჩემს შვილთან წავალ. გიული ალასანია დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდეს უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები არიან ის და მისი შვილი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები