გიორგი მუმლაძე - აუცილებელია იმ მასშტაბური აქციის შემდეგ ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით იყოს აქციები

რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაცია გავერთიანდით, რომ დავაფუძნოთ მოძრაობა "მიშას თავისუფლებისათვის",  - აცხადებს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე.

მისი თქმით, მოძრაობის მიზანია,  რომ 30 ოქტომბრამდე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

"ჩვენი მიზანია რომ  მაქსიმუმ 30 ოქტომბერს ეს ადამიანი იყოს თავისუფალი და 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. აუცილებელია იმ დიდი და მასშტაბური აქციის შემდეგ ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს აქციები იყოს", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

მოძრაობა "მიშას თავისუფლებისათვის" გაერთიანდნენ  მოძრაობა "საქართველოსთვის, მოძრაობა "20 ივნისი" მოძრაობა "შეცვალე", "მე მიყვარს ბათუმი" და სხვა ორგანიზაციები. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოეწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები