ეკატერინე ტიკარაძე - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა მარდალეიშვილის კლინიკაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯანდაცვის სამინისტრომ რეაგირება მოახდინა და ფაქტს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

მინისტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ  იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე შეიყვანეს პროზექტურაში.

"რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა ადგილზე, დღეს მათ დასკვნას გავეცნობი და შემდგომ უკვე თქვენ გაგაცნობთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რელურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.

„სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო პარლამენტში შეტანილი და რომელიც დღემდე არ არის განხილული. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს დროულად მიღებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დგას მოპასუხედ საზოგადოების წინაშე, პაციენტების უსაფრთხოების დაცვის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც დაცული იქნება პაციენტების ინტერესი. ჩემთვის რთულად არის გასაგები, თუ რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას, ეს კითხვები სხვაგან უნდა დაისვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ხმაური იყო წუხელ რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. გარდაცლილის ოჯახი კლინიკისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს, რა ვითარებაში დაიღუპა მათი ოჯახის წევრი. 

მას შემდეგ რაც ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა, კლინიკაში სხვა პაციენტების ოჯახის წევრებიც მივიდნენ და მათი ახლობლების სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა მოითხოვეს. ისინი ფიქრობენ, რომ მარდალეიშვილის კლინიკაში პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები