ნოემბრიდან რუსეთი ნატო-ში მუდმივი მისიის მუშაობას აჩერებს

მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მუდმივი მისიის 8 თანამშრომელს აკრედიტაცია გაუუქმა, მოსკოვი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ასევე შეჩერდება მოსკოვში ნატოს სამხედრო მეკავშირე მისიის საქმიანობა და 1 ნოემბრიდან გაუქმდება მისი თანამშრომლების აკრედიტაცია.

"ამის შესახებ ნატოს საერთაშორისო სამდივნოს უკვე ეცნობა. ალიანსის მხრიდან პრაქტიკულად მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად, ჩვენ არ გვაქვს სათანადო პირობები ელემენტარული დიპლომატიური საქმიანობისთვის და ნატოს ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაჩერებთ ნატო-ში ჩვენი მუდმივი მისიის, მათ შორის მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობას. ეს მოხდება ალბათ, 1 ნოემბრიდან, ან შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც.

"თუ ნატო-ს წარმომადგენლებს რაიმე გადაუდებელი საქმე ექნებათ, შეუძლიათ მიმართონ ჩვენს ელჩს ბელგიაში", - აღნიშნა ლავროვმა.

ნატო-მ ალიანსში რუსეთის მისიის 8 დიპლომატი 6 ოქტომბერს გააძევა. 

მსგავსი სიახლეები