ალექსანდრე დარახველიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ტარდება და ყველა ვერსია განიხილება. 

"მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მომხდართან კავშირს უარყოფს მოკლულის შვილის მამა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა. 

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე 6 თვეზე მეტია არ მქონია საერთოდ ურთიერთობა. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე“, – აღნიშნა ბერიძემ. 

ბერიძის ადვოკატის განცხადებით, ბერიძესა და შატალოვას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა დასტაბილურებული იყო და თბილისში იმ ბინის ქირას, სადაც ახალგაზრდა ქალი შვილთნ ერთად ცხოვრობდა, ბერიძე იხდიდა.   

ახალგაზრდა ქალი თბილისში წუხელ მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული. დაკავებული ჯერ არავინ არის, მედიის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის 2 პირი იკითხება, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში ჯერ არ ადასტურებენ.  