ჯონ კირბი - თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინმა  საქართველოში ვიზიტისას რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია განიხილა, კერძოდ, ის საფრთხე, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება", -  ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

"თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში დახმარების მიმართ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და ნატო-ს ძალისხმევაში შეიტანა“, - აცხადებს კირბი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები