ლადო პაპავა - საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ფაზას უკვე გასცდა და სახეზეა აბსოლუტური ზრდა

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ლადო პაპავა „საქსტატის“ მონაცემებით დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა აღდგენის ფაზას უკვე გასცდა და სახეზეა აბსოლუტური ზრდა.

„საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მაღალი ტემპით რომ იზრდება.  ამას ადასტურებს „საქართველოს სტატისტიკის სამსახურის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია.  სტატისტიკის სამსახურის მონაცემებითვე,  პირველ რვა თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი აბსოლუტურ გამოხატულებაში დაახლოებით 6%-ით აჭარბებს პანდემიამდელ დონეს.  გარდა ამისა, ფიქსირდება ექსპორტის და მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.  მათ შორის, 2019 წელთან შედარებითაც, რაც ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე მიანიშნებს. 2020 წელს, როდესაც პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა, პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო, საქართველოს მთავრობამ მიიღო  სწორი გადაწყვეტილება და მთელ რიგ სამრეწველო საწარმოებს, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით, მაგრამ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. გონივრული სოციალური დახმარების პაკეტისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გათვალისწინებით, აღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. თუკი შარშან და მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შედარებით მოკრძალებული იყო, უკვე დღეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 – 2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში,“ - განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.    

მისი თქმით, ანტიკრიზისულმა და პოსტკრიზისულმა ღონისძიებებმა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულმა  მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის  პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას და შექმნა საფუძველი ეკონომიკური აქტიურობისთვის,  რაც შესაბამისად დაადასტურა აპრილი-აგვისტოს ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებლებმა.

მსგავსი სიახლეები