სოსო არჩვაძე - საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით რომ იზრდება, ამას ნათლად ადასტურებს იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა

"საქართველოს ეკონომიკა წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით რომ იზრდება, ამას ნათლად ადასტურებს იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მაჩვენებელს 6%-ით აჭარბებს. მეტიც, ჩვენ უკვე გვაქვს აბსოლუტური ზრდა -  ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით პანდემიამდელ 2019 წლის დონეს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ. 

მისი თქმით, ეკონომიკური გაჯანსაღების ტენდენციას ხელს უწყობს როგორც შიდა მოთხოვნის, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდა. გაზრდილია ექსპორტი, ფულადი გზავნილები, მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა. „საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 4.9%-ით, ხოლო ექსპორტი 9.0%-ით. ეკონომიკის გაჯანსაღებას, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებმა, რომლებმაც უზრუნველყო ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება, ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების განვითარებას,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ. 

ეკონომიკის ექსპერტის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და სარეიტინგო კომპანიებმა გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება 5.8 პროცენტი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის და რეგიონის ქვეყნებს შორის, ამავე დროს მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდეს აზიის განვითარების ბანკმა და სარეიტინგო კომპანიებმა.

მსგავსი სიახლეები