Facebook სახელწოდების შეცვლას გეგმავს

Facebook სახელწოდების შეცვლას გეგმავს

მომავალ კვირას კომპანია Facebook სახელწოდების შეცვლას გეგმავს. 

როგორც The Verge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. 

სავარაუდოდ, Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect განაცხადებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. 

წყაროს ცნობით, ახალი სახელწოდება ამ ეტაპზე კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია.

The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. 

კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.