ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამოქალაქო აქტივისტებს აქციის გამართვის საშუალებას არ აძლევენ

ხმაურია სოფელ ჭორვილასთან,  სადაც აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, სოფელში არ უშვებენ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს უხსნიან, რომ სოფელში გადაადგილების ნებას ადგილობრივ მოსახლეობასთან მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით არ აძლევენ. 

აქტივისტების განცხადებით, ჭორვილასთან მეორე "ჩოლოქის ხიდი" დახვდათ, სადაც გადაადგილება ოლიგარქის ნებართვის გარეშე შეუძლებელია. 

"სოფელ ჭორვილას შესასვლელი ჩაგვიკეტა პოლიციამ, არ გვიშვებს სოფელში, ეს არის წარმოუდგენელი, ჩვენ ვართ სრულიად მშვიდობიანი აქციით ჩამოსულები აქ, მოგვაქვს ბანერი და დროშები, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გავმართოთ, ასამდე პოლიციელია აქ, რომელმაც გადაგვიკეტა გზა, ასლან აბაშიძე იქცეოდა ასე", - განაცხადა მოძრაობის "საქართველოსათვის" წევრმა გიორგი მუმლაძემ.

უახლესი ამბები