თენგიზ გუნავა - კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ჭაბუკა რაფავამ გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა. ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ.

"კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა სამსახური იმის გამო, რაც ლექსო რაფავას გაუკეთეს. იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. ჭაბუკა რაფავა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თავის ქვეყანას. არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვოს სისტემა. ეს არის ხელისუფლების სინდისზე და მოვუწოდებ მუშაკებს, რომ ნუ შეასრულებენ პოლიტიკოსების ბინძურ დაკვეთას", - აცხადებს თენგიზ გუნავა.

გუშინ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა. მისი განმარტებით, პროტესტი სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ წამოწყებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. 
ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა გუშინ დააკავეს, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

უახლესი ამბები