ნიკოლოზ ყიფშიძე - დღეს უკვე კრიზისი გადავიარეთ, ხვალ შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია

მიხეილ სააკაშვილის ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში გადასხმა ჩაუტარდა, რადგან მისი სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

"დღეს ჩატარდა როგორც გითხარით სისხლის ანალიზი, სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. მე ეს უკვე ვიცოდი, ამიტომ უცებ აქ გამოვიქეცი და გავუკეთეთ გადასხმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია, დღეს უკვე კრიზისი გადავიარეთ, ხვალ შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ჯერ არაფერს გვთავაზობენ. 

სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში.  არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. ლოგიკას ვერ ვხედავ, რომ აქიდან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება დაცული ბევრი რამ", - განაცხადა  ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 22-ე დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები