გიორგი ბოტკოველი - კარგად იცნობს თელავი ღარიბაშვილსაც და გიორგი ბოტკოველსაც, გამარჯვება დაიწყება კახეთიდან

თელავის მერობის ოპოზიციური კანდიდატი გიორგი ბოტკოველი რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი შეშინებულია, რადგან იცის, რომ 30 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდება.

"დღეს ის იყო ჩასული თელავში და იქიდან აკეთებდა სამარცხვინო განცხადებებს, ივანიშვილის პირადი მონა, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საუბრობდა მაგალითად ჩემზე, თითქოს მე ვარ მწამებელი, თითქო მე ვარ, კორუმპირებული, თითქო მე ვარ ამ ქვეყნის დამღუპველი. ის საუბრობდა ქალაქიდან, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მის წარსულსაც, მისი სიმამრის წარსულსაც და ყველა იმ ადამიანს წარსულს, ვინც თელავში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ძალიან ცუდი ინფორმაცია მოისმინა თელავში, მოისმინა, რას წარმოადგენს იქ "ქართული ოცნება" და რა ელოდება მას 30 ოქტომბერს და ჩვენ ვნახეთ მისი დამფრთხალი, შეშინებული სახე, როდესაც ის საუბრობდა, კარგად იცნობს თელავი ღარიბაშვილსაც და გიორგი ბოტკოველსაც. იმედი მაქვს ყველა თელაველის, რომელიც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ის გამარჯვება, რომელიც დაიწყება ამ ქვეყანაში, დაიწყება თელავიდან, კახეთიდან და ეს გამარჯვება მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები