გივი მოდებაძე "მთავარი არხისგან“ ბოდიშს და სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს

"ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.

ჭიათურის მერობის კანდიდატი ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარსა და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ადამიანს დააბრალა ის, რაც არ მომხდარა მის ცხოვრებაში და ბუნებაში არ არსებობს, მოიგონა ისეთი ამბები, რომელიც მართლაც გულისამრევია ყველასთვის და ამ ყველაფრის ტირაჟირებას პირდაპირ ეთერში აკეთებდა. არ მოისვენა ერთი არარსებული ფაქტით და შეთხზა სხვა ისეთი ამბებიც, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც დღეს შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვითხოვთ სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს, რომელიც ბავშვთა ფონდში გადაირიცხება“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები