სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - მითხრეს, რომ ბრძანება იყო გაცემული და საქართველოში არ უნდა შემოვეშვი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისთვის ბარგი და პასპორტი არ დაუბრუნებიათ. ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. 

"მთავარ არხთან" საუბარში ის აცხადებს, რომ ქართული მხარის ინტერესი არაა საქმეში უკრაინული მხარე ჩაერთოს და ქვეყანაშიც სავარაუდოდ, ამიტომ არ შემოუშვეს. 

"როგორც ამიხსნეს ჩემი პსრ ტესტი პროტოკოლთან შეუსაბამობაში იყო, რაც სიმართლე არაა. მითხრეს, რომ ბრძანება იყო გაცემული და საქართველოში არ უნდა შემოვეშვი, თუმცა ვის მიერ, გაუგებარია" - აცხადებს გრუშოვეცი.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, ევგენი გრუშოვეცი მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი საზღვარზე ისე გააჩერეს, რომ მიზეზი არავის აუხსნია. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ახსნა-განმარტებას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დილას საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები