სერგო ჩიხლაძე - ეს არის ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი ვენდეტა და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი პატარა კაცები აღმოჩნდენ

ათასობით სხვა პატიმრისთვის თუ შესაძლებელია, მოშიმშილე პრეზიდენტისთვის რატომ არის შეუძლებელი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა?   - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი სერგო ჩიხლაძე  Front News-თან საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, მიხეილ საკაშვილის მიმართ ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი შურისძიება ხორციელდება.

"მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი პოლიპროფილურ სამოქალაქო სექტორის  სამედიცონო დაწესებულებაში, ისევე როგორც ეს ხდება ათასობით სხვა პატიმართან მიმართებაში. შარშან 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, შარშანწინ - 425, იმის  წინ კიდევ უფრო მეტი. ათასობით პატიმარი ყოველწლიურად ხდება სამოქალაქო კლინიკაში სხვადასხვა გამოკვლევებისთვის. ამ ათასობით პატიმრისთვის თუ ეს აუცილებელია, ამ მოშიმშილე პოლიტპატიმარი პრეზიდენტისთვის რატომ არის შეუძლებელი?!

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს არის ღარიბაშვილ-ივანიშვილის პირადი ვენდეტა და სამწუხაროა,  რომ ეს ადამიანები ასეთი პატარა კაცები აღმოჩნდენ, თუნდაც პოლიტიკურად დაპირისპირებული ფიგურების მიმართ", - განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები