დიმიტრი გორდონი - მითხრეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია ქართული მთავრობისთვის

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. 

"ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში პასპორტკონტროლზე ველოდებოდი, რომ პასპორტში შტამპს ჩამირტყამდნენ. ახლახან ოფიციალურად მითხრეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზები არ თქვეს. ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, დაეორგანიზებინა ჩემთვის შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. ყველაფერი, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია ქართული მთავრობისთვის. ახლა უკრაინაში ვბრუნდები იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვედი. შეხვედრამდე სახლში!" - წერს ჟურნალისტი ინსტაგრამზე.

როგორც გორდონმა ტელეკომპანია უკრაინა 24-ს განუცხადა, თბილისში ორი მიზნით ჩამოდიოდა, სააკაშვილს შეხვედროდა და მისი აკადემიის გასვლითი შეხვედრა გაემართა. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია ბარაბაშსაც.

"აეროპორტის დირექტორის მოადგილე გამოვიდა თქვა, რომ მიზეზები 10 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობა უკრაინის საელჩოს. სხვა მიზეზების დასახელება ვერ შეძლო, მალავდა თვალებს, ცდილობდა თვალებში არ შემოეხედა... ამით დასრულდა ჩვენი ყოფნა თბილისში. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას საჯაროობის ეშინია, ეშინიათ ჩემი შეხვედრის სააკაშვილის, მასთან ინტერვიუს ჩატარება პირდაპირ ციხეში მსურდა. ეს უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია. უბრალოდ სირცხვილი. აქამდე ჩემი დეპორტაცია არსად არ მომხდარა, მით უმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარიც მრავალი წელია ვარ", - განაცხადა გორდონმა.

26 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები