კელი დეგნანი - კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი მოპყრობა უზურნველყოს.

ამის შესახებ დეგნანმა ჟურნალისტებს რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განუცხადა. 

"შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები. 

მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა ვიცი, რომ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ იმ საავადმყოფოს, რაც არის პენიტენციური საავადმყოფო არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული ჯანმრთელობის მომსახურება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, რა სახის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს ადამიანი იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა კელი დეგნანმა 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები