თბილისში ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს

თბილისში ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე "მასაჟის ცენტრში" ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს. 

დაჭრილია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

მომხდარის დეტალები უცნობია.

"ძალიან დაუცველად ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ერთმა პირმა ყელი გამოჭრა ერთ ჩვენ კოლეგას, მეორე კოლეგა კი დაჭრა. პოლიცია მთელი ღამე მუშაობდა, მაგრამ როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ. ძალიან გვეშინია და არ ვიცით როგორ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას", - აცხადებს ცენტრის თანამშრომელი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები