აქტივისტის თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ

"გირჩი - მეტი თავისუფლების" აქტივისტის გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა სამმა ადამიანმა მიაყენა. 

"აქციიდან გამოსვლის შემდეგ სამი ადამიანი ამეკიდა და ფიზიკურად გამისწორდა. ერთ-ერთი ერეკლე აბზიანიძე, რომელიც გამოირჩევა ქართული ოცნებისადმი სიმპათიებით. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ფეისბუქზე რომ აქტიურობ, ეს გამაღიზიანებელია, ჩვენ არ მოგვწონსო, ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება", - აცხადებს გიორგი ბალხამიშვილი. 

ბალხამიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა. დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 