ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანია – "პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით,  კამპანია – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ გაიხსნა.

25 ოქტომბრიდან  გამოფენა ყოველდღიურ რეჟიმში 10-ივე რეგიონში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში გაიმართება. პირველი რეგიონი, რომელიც მოძრავ გამოფენას უმასპინძლებს, კახეთი იქნება. გურჯაანის რაიონში გამოფენა 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.

მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები. წარმოდგენილი იქნება ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი, მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და პანდემიის წინააღმდეგ როგორც საზოგადო მოღვაწეების, ასევე, მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

პროექტის მიზანია, საჯარო ლექცია-დისკუსიების მეშვეობით, საზოგადოებას უკეთ დავანახოთ პანდემიით გამოწვეული პრობლემის არსი და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი მისივე საწინააღმდეგო ვაქცინაა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბანერი, სადაც დამთვალიერებლები თანამოქალაქეებს, სამოტივაციო სლოგანებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მოძრავი გამოფენა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 22 ოქტომბერს გაიხსნა. 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით კი ყველა რეგიონში შერჩეულ მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები