ვანო მაჭავარიანი - ხელისუფლების განცხადება, რომ არ შესწევს ძალა დესტაბილიზაციის თავიდან არიდების, არის ტყუილი, ნებისმიერი ევროპული სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა და უნიათობა

ხელისუფლების განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, არ შესწევს ძალა დესტაბილიზაციის თავიდან არიდების, არის ტყუილი და ევროპული სტანდატების ფეხქვეშ გათელვა, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი Front News-სთან საუბრისას. 

თუ როგორ აფასებს შექმილ პოლიტიკურ მდგომარეობას და რაში ხედავს გამოსავალს, ვანო მაჭავარიანი Front News-ს ესაუბრა. 

- რაც ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ და რასაც აკეთებს ხელისუფლება, "ქართული ოცნების" ლიდერების სახით,  ეს არის, უბრალოდ,  ცინიზმის უმაღლესი დონე, რაც დღევანდელ სახელმწიფოს, საქართველოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შიმშილობს და ასეთი დამოკიდებულება აქვს მმართველ გუნდს, ეს კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებული უფსკრულს. არჩევნებმაც აჩვენა, რომ  საზოგადოება ფაქტობრივად, გაყოფილია 50/50-ზე, ამ საკითხთან მიმართებითაც მათ შორის, რაც შეიძლება ძალიან სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა კი ამაზე არა სააკაშვილს, არამედ ამ ხელისუფლებას დაეკისრება. 

- ოპოზიციამ ხომ არ უნდა შეცვალოს სტრატეგია, რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო არ გადაყავს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში?

- ოპოზიცია ცდილობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სწორედ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ხელისუფლების ეს განცხადება, რომ არ შესწევს ძალა დესტაბილიზაციის თავიდან არიდების,  არის ტყუილი, ნებისმიერი ევროპული სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა და უნიათობა ამავდროულად, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ოპოზიციის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არ მოხდება ხელშეშლა.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარია, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება სამართლიანი სასამართლოს წინაშე იმართლოს თავი, რომ ევროპულ სასამართლომდე მივიდეს ეს საკითხი. ეს ნებისმიერი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან არავინ იცის მიკერძოებული სასამართლოს პირობებში, ვის რას უქადის ეს ხელისუფლება. 

- როგორ ფიქრობთ,  რა შეიძლება იყოს ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი, როდესაც არცერთი მხარე  პოზიციას არ იცვლის?

- ის, რომ სააკაშვილი განწყობილია ბოლომდე იბრძოლოს, შესაძლებელია დასრულდეს ძალიან სავალალო, ტრაგიკული შედეგით, რაც  არ უნდა დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის - ეს იქნება ეს საპატრიარქოს, საზოგადოების წარმომადგენლების ზეწოლა, ქუჩის აქციები, პოლიტიკური აქციები,  თუ სხვადასხვა ფორმის პროტესტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინმეს მიხეილ სააკაშვილი მოსწონს თუ არა. რაც ხდება ეს არის ტესტი დემოკრატიულობის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის.  რა თქმა უნდა, ამის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც წლებია, იცნობენ მიხეილ სააკაშვილს, წლებია, მასთან ურთიერთობენ, მათ შორის ის დაპატიმრებების ორდერები, რომლებიც იქნა "ქართული ოცნების" მიერ გაცემული, მათ არ გაითვალისწინეს. ეს ნიშნავს, რომ მიიჩნიეს, მის წინააღმდეგ იყო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ამიტომ ევროკავშირის იქნება ეს თუ აშშ-ის ემისრები, უნდა ჩაერთონ იმაში, რომ ამ პროცესმა არ ავნოს ქვეყნის დემოკრატიულობას და არ გამოიწვიოს მისი საბოლოოდ დამარხვა. არ გავხდეთ ჩვეულებრივი რეპრესიული, პოსტსაბჭოური, ლუკაშენკოს რეჟიმის ქართული ვარიანტი. რა თქმა უნდა, ყველა და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც აღელვებთ საქართველოს,  როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ბედი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ საკითხში, ისეთივე შუამავლობით, როგორც ეს იყო შარლ მიშელის შემთხვევაში, რომ მოხდეს ამ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება.

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები