რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილე გარდაიცვალა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანამ დააგვიანა, რის გამოც მამაკაცი საავადმყოფოში აქციის მონაწილეებმა გადაიყვანეს, თუმცა ის გზაშივე დაიღუპა.

"შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს?? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს, გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა. გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს. უმძიმესი ამბავია. და უფრო მძიმეა რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს! 

ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან", - წერს ჟორჟოლიანი.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnanuka.zhorzholiani%2Fposts%2F10159656943259350&show_text=true&width=500" width="500" height="291" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>