წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო კამპანია გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც საერთაშორისო პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ წამყვანი პარტნიორია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო კამპანია გრძელდება. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების  გამოფენა გაიმართა. 

"მუნიციპალიტეტის 22 საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლემ მოამზადა საინტერესო თემატური პლაკატები და ნახატები მდინარეების, შავი ზღვის, საერთოდ გარემოს დაცვის შესახებ. ამის გარდა ა(ა)იპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ ეკოლოგიის წრის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წყალტუბოელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2021 წლის აპრილში გაიმართა პროექტის ფარგლებში და დღეს მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ", - აღნიშნა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრის’’ ეკოლოგმა ცირა ბერეკაშვილმა.  

საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. 

პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები