რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას აგრძელებს

რუსეთის სამხედრო ძალებმა კვლავ დაიწყეს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრა, რამაც აპრილში მოსალოდნელ სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებული შიშები განაახლა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

2014 წელს ყირიმის  ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა  ნახევარკუნძულზე მულტიფუნქციური სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსა და ადგილზე 32,700 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. რუსეთის ფედერაცია უკრაინას მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. პარალელურად თვითონ სეპარატისტებს ეხმარება. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე რუსულმა აგრესიამ დაახლოებით 13 ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი 5 აპრილს აცხადებდა: „რუსეთი მსოფლიოში არცერთი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და მათ შორის - არც უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას“. პესკოვმა დაამატა, რომ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მან ნატოც გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამხედროების უკრაინის სიახლოვეს განთავსება ვითარების ესკალაციას გამოიწვევს და რუსეთს იძულებულს გახდის თავდაცვის მიზნით დამატებითი ზომები მიიღოს.  როგორც ვხედავთ კრემლის რიტორიკა არ იცვლება და აგრესია სულ უფრო იზრდება. 

კრემლი ისევ არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უკრაინის სუვერენიტეტს ემუქრება. პუტინი საქართველოს ოკუპაციასაც აგრძელებს და ჩვენს ორ რეგიონში არაოფიციალურ ანექსიას ახორციელებს. იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის სფერო, პირადი საკუთრებაა. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმდებარედ ძალების უკანასკნელი მობილიზება ცხადყოფს, რომ პუტინის რუსეთი იყო, არის და იქნება აგრესიული აქტორი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. 

ნათია გოლოშვილი

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები