კობა გვენეტაძე - ალბათ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით

იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

"ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, ეს გლობალური პრობლემაა და პანდემიამ გამოიწვია ის წინაპირობები, რის გამოც ინფლაცია გლობალურ პრობლემად იქცა. 

უშუალოდ მიზეზებს რაც შეეხება, ეს არის გაძვირებული საერთაშორისო ფასები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც მიწოდების მხრიდან მოქმედებს ინფლაციაზე. მაგალითად, ნავთობი, რომელიც ახლა, დაახლოებით, ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე ერთი წლის წინ, ასევე საკვები პროდუქტების ფასებიც საკმაოდ გაზრდილია. 

საქართველოს შემთხვევაში იყო კომუნალური სფეროს სუბსიდირების საკითხი, რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ კი კიდევ უფრო დაუმატა ინფლაციას, მეთოდოლოგიის გამო. 

ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტორები მიილევა, რადგან ინფლაციას ჩვენ თვის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ წლიურ ჭრილში და 12 თვის შემდეგ უნდა შევამჩნიოთ სხვაობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის, ალბათ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით", - განაცხადა გვენეტაძემ. 

მსგავსი სიახლეები