მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

"ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

იქამდე ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.

„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

„მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ დღევანდელ პროცესს“, – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ მიიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები