ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა

სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, - ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე დაევალა სააკაშვილის ადვოკატებს მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს ყოველდღიური განახლებადი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

"ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.

სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც. ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალდებულა სახელმწიფო,  რომ მისი ადეკვატური მკურნალობა  უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.  

ასევე დაგვევალა ჩვენ,  ყველას რომ ყოველდღე განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები უნდა შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო ამის შესახებ.

24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.

საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად.

ჩვენ მოხარული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, საერთაშორისოდ აღიარებულია და ამ სპეკულაციებს, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება შეეშვება დღეიდან.

მეორე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, შიმშილობის შეწყვეტის პლატფორმა გაჩნდა, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოებისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, როგორც ციხეში, ასევე ზოგადად. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის აღსრულებისა არ იქნება ციხეში და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაარღვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით დადგენილი მაღალი ხარისხის მკურნლობის და უსაფრთხოების სტანდარტებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები