ვილი პაჭკორია - თუ ჯანდაცვის მინისტრი არ მოგვცემს პირობას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ვიწყებ შიმშილობას

ციხის ამბულატორიაში მესამე პრეზიდენტის ყოფნა არის სასიკვდილო განაჩენი - ამის შესახებ საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი  ვილი პაჭკორია აცხადებს.

მისივე თქმით, თუ ჯანდაცვის მინისტრი უახლოეს წუთებში აქციის მონაწილეებს არ შეხვდება და არ მისცემს პირობას, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ჯანდაცვის სამინისტროს წინ შიმშილობას დაიწყებს.

"საქართველოს კლინიკების ასოციაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის შესახებ,  რომ ციხის ე.წ. ამბულატორია არ წარმოადგენს სტაციონარს და ნუ გვატყუებს ჯანდაცვის სამინისტრო და ნუ წარმოგვიდგენენ მას,  როგორც მაღალი დონის სტაციონარს.  ეს არის გამორიცხული, ის არ აკმაყოფილებს არანაირ კრიტერიუმს და იქ ყოფნა მესამე პრეზიდენტისა, ფაქტობრივად,  არის სასიკვდილო განაჩენი. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ ჯანდაცვის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს მისი შესაბამის მრავალპროპფილურ სტაციონში გადაყვანა. თუკი რამდენიმე წუთში ამ საკითხზე არ შეგვხვდება, არ გაგვესაუბრება და არ მოგვცემს ამის პირობას, მე როგორც ექიმი, ვიწყებ შიმშილობას ჯანდაცვის სამინისტროს წინ", - განაცხადა ვილი პაჭკორიამ. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და შიმშილობის 43-ე დღეა. მესამე პრეზიდენტი დათანხმდა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამისათვის საჭიროა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები