მამაკაცი, რომელსაც ცოფის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდა, მკურნალობას აგრძელებს

მამაკაცი, რომელსაც ცოფის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდა, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს. 

წყაროს ცნობით, 37 წლის მამაკაცს, რომელიც ძაღლმა რამდენიმე დღის წინ დაკბინა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუმჯობესების ნიშნები შეინიშნება. 

ამასთან, ბოლო ინფორმაციით, მამაკაცს ცოფის დიაგნოზი ლუგარის ლაბორატორიამ არ დაუდგინა.  

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. 

ქუთაისში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რაც  დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმაც დაადასტურა.

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.