პროექტი, რომელიც ფინტექის და აგროტექის ჰიბრიდს წარმოადგენს, საქართველოს ბაზარზე 2022 წლიდან ჩაეშვება

2020 წლის 5-7 ივნისს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა ჰაკათონი - "uHack სოფლის განვითარებისთვის", რომლის მიზანს წარმოადგენდა - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. 

ღონისძიება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით და სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრირებით გაიმართა. პროექტის ფარგლებში 70-მდე განაცხადიდან ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე 13 გუნდი წარსდგა. 

ორი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი პროექტი პლატფორმა https://myfazenda.eu ციფრული სოფელია.

პლატფორმა  myfazenda.eu  (ციფრული სოფელი), ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს,  კაპიტალის მფლობელებს და მრავალ დარგობრივ სუბიექტებს.

პროექტის  და მის მიმდინარეობის შესახებ მმართველი პარტნიორი გოგა კვარაცხელია Front News-ს ესაუბრა. 

- ჩვენი პლატფორმა ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და სერვისებით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში. 

ჩვენი ჰოლდინგი მართავს რამდენიმე სტარტაპს, მათ შორის არის "myfazenda". 12 წელია, რაც კერძო სექტორში ვარ, ამ დროის განმავლობაში რამდენიმე კომპანია გამოვზარდეთ და ერთ ჰოლდინგში გავაერთიანეთ.  

ერთ-ერთი პროექტი - პორტალი  https://myfazenda.eu, შედგება რამდენიმე მოდულისგან: აგრო ბაზარი, ელექტრონული ტენდერები, მესაკუთრის განყოფილება, ფერმერის მოდული, აგრო პრაქტიკა, ნარჩენების მართვა და ეტიკეტირება.

მოდულში - აგრო ბაზარი ხელმისაწვდომი იქნება აგრო პროდუქტები მიწოდების გადავადებით.

ვიტყვი მარწყვის მაგალითზე -  გაზაფხულზე, როდესაც მარწყვი ჯერ დარგულიც კი არაა, ციფრულ ბაზარზე წინასწარ შეგვიძლია შევიძინოთ, ამასთან გაცილებით დაბალ ფასად. თუ სეზონზე ღირს 7 ლარი მარწყვი,  ამ ყველაფერს 5-6 თვით ადრე ყიდულობ 2 ლარად, 3 ლარად.

ნაყიდი პროდუქტი გაქვს ბალანსზე და შეგიძლია გაიტანო მეორად საცალო ბაზარზე გაზრდილი ფასით თმენის დროის შემცირების ხარჯზე და ისე იყიდო და გაყიდო პროდუქტი, ფიზიკურად  ვერ დაინახო, მაგრამ ყიდვა-გაყიდვაში გარკვეული თანხა გამოიმუშაო. სწორედ აქ ერთვება ფინტექი, ანუ გადახდის როგორც ბარტერული ფორმა და სხვადასხვა სპეკულაციების წარმოება. კომპანია მომავალ წელს სტეიბლ კოინების გამოშვებას გეგმავს, რომელსაც პორტალზე დაგენერირებული აგროპროდუქტი გაამყარებს.

მოდული: ელ. ტენდერი უზრუნველყოფს პორტალზე დამატებულ ნაკვეთებზე სისტემურ მიდგომას, რაც გამოიხატება სამუშაოების კატეგორიზაციაში და ლოტების გამსხვილებაში. მაგალითად სამეგრელოს რეგიონში არსებული ნაკვეთების კულტივაცა ერთ ლოტად გამოცხადდება, რომლის ღირებულება გადააჭარბებს რამდენიმე მილიონ ლარს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში აგრო მექანიზირებულ კომპანიას ექნება მკაცრად გაწერილი, ტექნიკური დავალება, თუ რა ვადაში, რა თანხაში, სად და რა რაოდენობის სამუშაოები შეასრულოს. ვინაიდან მოსახლეობა ძირითადად მცირემიწიანია და არასისტემურად უდგება ამ პროცესებს საგრძნობლად ეზრდება საოპერაციო ვადები და ხარჯები.

პრაქტიკების მოდულში თავს იყრის აგრო ანტერპრენერების მიერ პირველად შექმნილი კონკრეტულ ლოკაციაზე გამოცდილი პროექტები, რომლებსაც დაუდგათ გარკვეული შედეგი. საკუთრების მოდულში კი ნაკვეთის მფლობელს მის მიკროზონაში გამოცდილი პრაქტიკის გაზიარება შეუძლია. მაგალითად ერთ ნაკვეთზე გაიზიაროს მარწყვის, ჰალაპენიოს და პომიდორის გამოცდილი პრაქტიკები. ყოველივე ამის შემდგომ შესაბამისი რისკების გათვალისწინებით გამოცხადდება აუქციონები სამივე პროდუქტზე. როგორც კი რომელიმე პროდუქტი გაიყიდება, ავტომატურად შეწყდება სახვა პროდუქტების აუქციონი. აუქციონის საწყის ფასი სწორედ გამოცდილ პრაქტიკაში შედგენილი სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება (იჯარის ჩათვლით) იქნება.

ნარჩენების მართვის მოდული - მოგეხსენებათ აგრო ციკლის ბოლოში რჩება ნარჩენები, რომელსაც ქართულ რეალობაში წვავენ და უდიდეს ზიანს აყენებენ გარემოს, როცა შეიძლება გარდაქმნა სასარგებლო პროდუქტად. ჩვენი პორტალი იქნება ეკო მეგობრული და მის ყველა მონაწილეს დეკლარირებული ექნება გარემოს დაცვის ასპექტები. შეირჩევა ნაკვეთები და ოპერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპოსტირებას თუ სხვა მეთოდის გამოყენებას. ნარჩენებისთვის ნაკვეთები შეირჩევა ისე, რომ ხარჯთეფექტური იყოს მისი კვლავწარმოება.

ეტიკეტირების მოდული - ჩვენს საბოლოო პროდუქტზე დაიტანილი შტრიხკოდის დასკანირებით წვდომა გექნებათ პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის სრულ ინფორმაციაზე მაგალითად, იმ ნაკვეთზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რა კულტურები მოყავდათ, რა პრაქტიკაზე დაყრდნობით მიდიოდა აგრო პროცესები, როდის მოიხნა, დაირგო, შეიწამლა, აგრონომი ესტუმრა, სად დასაწყობდა, რა პირობებში და ა.შ. იქნება როგორც ფოტო ისე დოკუმენტური მასალა.

- რატომ აგრო ანტერპრენერი და რა ბენეფიტები ექნება მას პრაქტიკის შექმნით?

- ფერმერის მოდულში ანტერპრენერი ქმნის ხარჯთაღრიცხვას, განრიგს და ტექნოლოგიას. ხარჯთაღრიცხვის შესადგენად მოდულში ჩაშენებული გვაქვს ასევე ჩვენი სხვა სტარტაფის გაჯეტი, რომელიც გაუმარტივებს და დაიანგარიშებს მოთხოვნილი სამუშაოების სავარაუდო საბაზრო ღირებულებას. გაჯეტის მიერ დაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვით ჩვენი პორტალი სხვა მოდულების დახმარებით უზრუნველყოფს ამ სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. გარდა იმისა, რომ ანტერპრენერი აგრო ციკლის ბოლოს მიიღებს აგრო პროდუქტებს, მის მიერ შეიქმნება გამოცდილი პრაქტიკა. თუ აგრო პრაქტიკას ექნება კარგი შედეგები, იქნება რენტაბელური და მიმზიდველი მეტი მიწის მესაკუთრეებისთვის, მით მეტი შანსი ექნებათ გაიზიარონ მისი პრაქტიკები, თუ გაიზიარებენ და წარმატებით დამთავრდება აუქციონზე ტრანზაქცია ავტორი მიიღებს საავტორო ჰონორარს. თუ ათასობით გამომწერს დააგროვებს მისმა შემოსავალმა შეიძლება შეადგინოს რამდენიმე ასეული ათასი ლარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებს, ცოტა მონდომებით და მინიმალური ინვესტირებით შუძლია გამოიმუშაოს გაცილებით მეტი თანხა ვიდრე ამას ტრადიციული მეურნეობით მიაღწევდა.

- როგორ აპირებთ ხარისხის უზრუნველყოფას?

- რა თქმა უნდა, ტენდერს რომ გამოვაცხადებთ აგრო სერვისებზე მას მოჰყვება ჩვენი ტექნიკური ზედამხედველობა, შევისყიდით შესაბამის მომსახურებას კვალიფიციური კომპანიისგან. 

- ვინ შეიძლება გახდეს ინვესტორი?

- მოგეხსენებათ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარებული არ არის, ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი დაბალი ცნობიერებაა ამ დარგში. ამას ემატება საკითხის სირთულე და დაუსრულებელი ბიუროკრატიული ბარიერები.  მგონი დროა, ბაზარზე გამოჩნდეს ახალი ჰიბრიდული ფინტექი, რომელიც ადამიანურ ენაზე დაელაპარაკება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ინვესტორები გახდებიან, როგორც აგრო პროდუქტის მომხმარებლები ისე მისი გადამყიდველები.

Front News

გიორგი კრაწაშვილი

უახლესი ამბები