ლელა ჯეჯელავა - "ქართულ ოცნებას" აქვს პუტინის რუსეთის იმედი, სხვა საყრდენი არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, უკვე აღარ გააჩნია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, შიმშილობს, ხელისუფლებას ის არც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავს და არც იმ სასამართლო პროცესზე,  სადაც მის მიერ მილიონობით ლარის ფლანგვის საქმე განიხილება. რა ქვია ამ სიტუაციას და რას გვიქადის მოვლენების განვითარება Front News-ს  "ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ესაუბრა.

- მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ყოველი ახალი დღე ნიშნავს "ქართული ოცნების" ხელისუფელების კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ კრიზისს. ხელისუფლების  არგუმენტები,  თუ რატომ არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილს  ის უფლებები, რომელიც გარანტირებული აქვს ნებისმიერ პატიმარს ჩვენს ქვეყანაში,  არის აბსოლუტურად მოკლებული საღ აზრს და მიუთითებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება "ქართული ოცნება" ახლა. გაურკვეველი მიზეზებით მიხეილ სააკაშვილთან ვერ ახერხებს შესვლას თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა თუნდაც უსამართლო სასამართლოს უფლება. 

ხელისუფლების წარმომადგენლები  გამაოგნებელ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ირაკლი კობახიძისა განცხადება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოთხოვნის მიმართ, რომ ის შესულიყო მიხეილ სააკშვილთან მოსანახულებლად, საერთოდ გასცდა რაციონალიზმის ელემენტარულ წარმოდგენებსაც კი. ისე შორს წავიდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომ ევროპარლამენტარის მიმართ გაკეთებული განცხადებით ჩაკეტა ევროპისაკენ მიმავალი გზა.  ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს  პუტინის რუსეთის იმედი.  სხვა საყრდენი მას არც ქვეყნის შიგნით და არც  ქვეყნის გარეთ უკვე აღარ გააჩნია. 

ეს ბრძოლა კარგა  ხანია გასცდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, როგორც პატიმრის უფლებისთვის ბრძოლას, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა. ამას ხედავს ყველა გონიერი და საღი ადამიანი. ამიტომაც აღარაა აქვს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მნიშვნელობა, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება გვქონდა და  მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. ყველამ გადასარევად ვიცით უკვე,  რომ ეს ბრძოლა ახლა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლაში საკუთარი  სიცოცხლის რისკის ფასად არის ჩართული. 

ხელისუფლება,  რომელიც ყოველდღიურად თავად ამბობს უარს ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის -  კონსტიტუციის შესრულებაზე, ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს დაადასტურა ირაკლი კობახიძის წერილმა, არის ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე ამ წუთში. 

ხატია დეკანოიძემ ერთხელ თქვა, რომ 2021 წელი წარმოადგენს 2012 წლის სარკულ ანარეკლს. თქვენ რომელ წელს შეადარებდით 2021-ს, 2012 წელს, როგორც ხელისუფლების ცვლილების თუ 1921 წელს?

- მე არ ვთვლი,  რომ ახლა არის  ხელისუფლებებისათვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ის ძალიან გავს თავისი შინაარსით 1921 წლის მოვლენებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება აღმოჩნდება უფრო მზად ახლა, ვიდრე 1921 წელს და ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. შეიძლება, დღეს არის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ამ 100 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს ქონია. ქვეყანა დგას უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე. 

- როგორ ხედავთ ბიძინა ივანიშვილის როლს ამ მოვლენებში? ამასთან, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მან დატოვა ქვეყანა.  

- ყოფნა-არყოფნას ერთი ფასი აქვს. ბიძინა ივანიშვილისთვის რეალურად ამ ქვეყნის ინტერესები გადამწყვეტი არასდროს ყოფილა. ის ამ ქვეყანაში ყოვეთვის იყო საკუთარი კორპორატიული ინტერესების  გამტარებელი. ახლა და ამჟამად მას ერთადერთი ამოცანა აქვს, საკუთარი ფიზიკური და ფინანსური უსაფრთოების  შენარჩუნება. ამიტომ ის ამას რა ფორმით აკეთებს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ მან ქვეყანა დატოვა და ეს დადასტურდა და მან ფაქტობრივად მიატოვა თავისი მომხრეები, ეს ბუნებრივია, იქნება საკუთარი მხარდამჭერების ღალატი. თუნდაც აქ იყოს და არ აძლევდეს არანაირ იმედს, მხარდაჭერას, არ უხსნიდეს რა პოზიცია  აქვს ამ ურთულეს პერიოდში ქვეყნის  შიგნითაც და ზოგადად, გეოპოლიტიკურ საკითზე, ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის "დაკიდება", ვინც მის იმედად იყო ამ ქვეყანაში. 

- ეს როგორ აისახება "ოცნებაზე" და რა გავლენას მოახდენს თუ არა გავლენას მის თავდაჯერებულობაზე?

- "ოცნების" ამომრჩეველს ძირითადად ეიმედებოდა ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაც აძლევვდენ "ოცნებას" ხმას და არა კობახიძეების და პაპუაშვილების, რომელთა გვარები მოკლე ხანში აღარავის ემახსოვრება.  ახლა ეს ადამიანები საკუთარი ბიოგრაფიის მძევლები გახდნენ. აქვთ ძალიან სერიოზული შიშები, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათ საფრთხე დაემუქრებათ, ამიტომ ოპოზიციამ ძალიან დიდი ძალისხმება უნდა გაიღოს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ  მათი პოლიტიკური პოზიცია არ იქნება მათთვის საფრთხის შემცველი. შეიძლება მათმა გაჯიუტებამ და ამ ირაციონალურმა შიშებმა ჩვენი ქვეყანა ძალიან დააზარალოს. თვითონაც დაზარალდებიან ამ პროცესში, მაგრამ შიშის გამო შეიძლება ისინი არ ხედავენ ფართო სურათს, თუ რა პრობლემებში შეიძლება აღმოვჩნდეთ ყველანი ერთად. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები