ხატია დეკანოიძე - დრო არის ძალიან ცოტა, ყოველ ჯერზე სისუსტე მატულობს, ძალიან დიდ წონა აქვს დაკლებული

დრო არის ძალიან ცოტა, ყოველ ჯერზე სისუსტე მატულობს, ძალიან დიდი წონა აქვს დაკლებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოძემ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია, გარდა ამისა, მასზე გრძელდება პატიმრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა. 

"წნევის ცვალებადობა აქვს ძალიან სერიოზული, შესაძლებელია, რომ ჰიპერტენზიული კრიზი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. ფერი აქვს ძალინ მძიმე, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალი. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე.

იყო მომენტები, როცა საუბრის გაგრძელების საშუალებაც აღარ გვქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. ასევე მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები ფანჯრებიდან დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რაც არის ნამდვილად ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ  ექნება შეხვედრის შესაძლებლობა ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი  სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან. გარდა ამისა, ძალიან წუხს, რომ უკრაინელ სახალხო დამცველს არ მიეცა საშუალება მისი მონახულების.  

დრო არის ძალიან ცოტა, ყოველ ჯერზე სისუსტე მატულობს, ძალიან დიდ წონა აქვს დაკლებული.  ძალიან წუხს ელენე ხოშტარიაზე. თქვა, რომ მისთვის ძალიან შემაშფოთებელია მისი მდგომარეობა,  გადასარჩენია ამ ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 47 დღეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები