მამუკა ხაზარაძე - კახა კუჭავამ გორი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო?

კახა კუჭავამ გორი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო? ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერი კლინიკა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.   

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე გორის ჰოსპიტალი ნამდვილად ახსენეს, თუმცა ეს სიტყვა პირველად პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა. 

"კუჭავა ამ ამბავს იხსენებს დღეს და ჩვენი შეხვედრა იყო 8 ნოემბერს, 4-ის 15 წუთზე, ჩვენ კოალიციასთან შეთანხმებით მივედით.  ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო რუსთავის ციხეში და ვთხოვეთ კუჭავას, როგორც სპიკერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, პრაქტიკულად,  მეორე პირს ამ ქვეყანაში, ვუთხარით, რომ მას გაეკეთებინა შეხვედრის ორგანიზება, რომ ოპოზიცია, კოალიცია და მმართველის პარტიის წარმომადგენლები შევხვედრილიყავით და ის მარაზმი,  ის რაც დღეს ხდება, აგვეცილებინა თავიდან. გორი თვითონ ახსენა, - გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო? ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერი კლინიკა მისაღები იქნებოდა, მთავარია, ლაპარაკი იყო, რომ ციხეში მას რამე არ დამართნოდა. 

მან თქვა, რომ ალბათ, გაჭირდება ამის ორგანიზება. ჩვენ რომ გვხვდებოდა მაშინ, თურმე სპეცოპერაცია მზადდებოდა და ორ საათში სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში", -  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუავამ გუშინ განაცხადა, რომ უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი თუნდაც გორის ჰოსპიტალში გადაეყვანათ, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები