გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს

მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, რადგან მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც უკვე საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას, - ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის არის შექმნილი 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, არის აღჭურვილი. სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ საავადმყოფოს არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. 

საბოლოო დასკვნაზე ჩვენ შევჯერდებით, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი", - განაცხადა გრიგოლიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები