ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილ გენადი ბესტაევს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმ გიორგი გვარამაძის თქმით, პაციენტი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა მძიმე და არასტაბილურია.

"პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და არასტაბილურია. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკულია სიტუაცია. ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მისი დიაგნოზია ჰემორაგიული ინსულტი, სისხლის პარკუჭებში გაჟონვით“, – განაცხადა ექიმმა გიორგი გვარამაძემ.

გენადი ბესტაევი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა. 

უახლესი ამბები