იოსებ ხახალეიშვილი - მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობით და მათი ჩართულობით ბევრი საკითხი მოგვარდება

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ავტოქარხნის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა. ქალაქის მერმა და ხარებავას, ლეჟავას და ავტომშენებლის ქუჩების მოსახლეობამ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის,  ამ უბანში მიმდინარე და დაგეგმილ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

ავტომშენებლის გამზირზე , #6, 8, 10, 14, 16, 18  საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტი მოიცავს ფასადების აღდგენას,  აივნების, საწვეთურების, საცრემლეებისა და დაზიანებული კარ-ფანჯრების შეცვლას.

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებულია ამ დასახლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის მოგვარება- რეაბილიტაცია უტარდება მდინარე ოღასკურას კალაპოტს. პროექტი ითვალისწინებს ოღასკურას კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდას, რისთვისაც კეთდება დამატებითი რკინა-ბეტონის არხი.

"ვაგრძელებთ მოსახლეობასთან ტრადიციულ შეხვედრებს. დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ერთად განვიხილეთ პრობლემები და ვისაუბრეთ გამოწვევებზე, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, იმ გეგმებზე, რაც მოსახლეობის თხოვნების მიხედვით 2022 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ.აქ ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემას ვასრულებთ -მიმდინარეობს ოღასკურის კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდა, ასევე, ფასადების რეაბილიტაცია ავტომშენებლის გამზირზე. ფასადების აღდგენა გამზირის მეორე მხარეზეც მალე დაიწყება.

მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობით და მათი ჩართულობით კიდევ ბევრი საკითხი იქნება მოგვარებული“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები