დავით კირკიტაძე - ასეთი გაუგონარი, მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია

ხომ ისაუბრეს ავტორიტეტულმა, გამოცდილმა სამეციდინო სპეციალისტმა გუშინ, დაასაბუთეს, რატომ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანილი, ახლა ველოდებით პასუხს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

"დღეს არის შიმშილობის მე-5 დღე, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვაცნობიერებთ, 49- ე დღეა, სააკაშვილი შიმშილობს და მიუხედავად ექიმების, სპეციალისტების მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება ისეა დაბრმავებული, ამ შურისძიების გრძნობით, რომ არ ახდენს მისთვის ადეკვატური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებას. არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა, არაერთმა სპეციალისტმა ურჩია მათ, ეს გაეკეთებინათ.

ასეთი გაუგონარი, მოძალადე, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია. აქამდე უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამა თუ იმ კლინიკაში გადაყვანის საკითხზე უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა და არა პოლიტიკოსებმა, ხომ ისაუბრეს ავტორიტეტულმა, გამოცდილმა სამეციდინო სპეციალისტმა გუშინ, დაასაბუთეს, რატომ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანილი. ახლა ველოდებით მათ პასუხს, თუმცა, მათგან მიჩვეული ვართ, რომ ყოველდღიურად ცვლიან თავის ნათქვამს და ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან მოირგონ და თქვან, რომ თითქოს მხოლოდ მათ ესმით საკითხი და არ ესმით ექიმებს, ექსპერტებს, ათი ათასობით ადამიანს, რომელიც ამ მოთხოვნით გამოდის ქუჩაში", - განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები