უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება.

სამუშაო ჯგუფში 13 წევრი  „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი.

სამუშაო ჯგუფში კვოტები, ასევე, განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები