ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გარდაიცვალა

ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის გონიო-კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა. ნუგზარ ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 57 წლის ფუტკარაძეს დიაბეტური კრიზისი განუვითარდა და იგი მოულოდნელად დაიღუპა. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კახა მიქელაძის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ხდებოდა ზეწოლა, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განცხადება გააკეთეს, თუმცა მაშინ დეპუტატების სახელები არ დაუკონკრეტებიათ.

"ყველასათვის შემზარავი იყო ამ დილით ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩვენი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა გააკეთეს განცხადება რიგ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა ვინაობები, იმ ადამიანების, ვისზეც ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. 

ბოლო დღეებში ბატონი ნუგზარი ყველა კომუნიკაციის დროს აღნიშნავდა, რომ ეს ზეწოლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა და თავს შევიკავებ ჯერ კონკრეტული შეფასებებისგან, თუმცა შესაძლოა, სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით", - განაცხადა კახა მიქელაძემ.

უახლესი ამბები