გენადი ბესტაევის და - აღარაფერს აღარ ვითხოვ, აღარც საჭმელს, დაეხმარონ, იქნება გადარჩეს

აღარაფერს აღარ ვითხოვ, აღარც საჭმელს, როგორც ჩემი ძმა არა ჭამს, ისე მე არ ვჭამ საჭმელს, ის იქ შიმშილობს და მე აქ ვშიმშილობ - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის და აცხადებს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან მხოლოდ ახლა გამოჩნდენ და საკვები პროდუქტები მიუტანეს. 

"ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ შანსიც არ არსებობს, რომ გადარჩეს, ძალიან მძიმედ არის, როგორც უნდოდათ ისე, მოკლეს და გამოუშვეს მერე.

აღარაფერს აღარ ვითხოვ, აღარც საჭმელს, როგორც ჩემი ძმა არა ჭამს, ისე მე  არა ვჭამ საჭმელს, ის იქა შიმშილობს და მე აქა ვშიმშილობ. 

დაეხმარონ, იქნება გადარჩეს, ისე ინვალიდი როგორ დარჩება, რომ ვერ მივხედო.  მე მივხედავ, როგორც პატარა გავზარდე, ისე მივხედავ ახლა. არ მინდა არავის პროდუქტები, მიეცათ იმისთვის სახლი, ან ერთი ოთახი, ან ვაგონი დაედგათ, რომ შიშის ქვეშ არ დაეძინა", - აცხადებს ნაირა ბერსტაევი. 

გენადი ბესტაევი ოკუპირებული ტერიტორიიდან მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაშია, ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

უახლესი ამბები